”ესე იგი
სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავთ, აქაოდა ნაცები პროვოკაციას მოაწყობენ ჯერ გზაში და მერე გადაყვანის ადგილასო.
სასამართლო პროცესზეც არ მიჰყავთ, ნაცები პროვოკაციას მოაწყობენ ჯერ გზაში და მერე გადაყვანის ადგილასო.
ექიმი იტყვის რამეს კლინიკაში გადაყვანის სასარგებლოდ და ეგენი ექიმები კი არა ნაცები არიან და პროვოკაციას აწყობენო.
ნაცი არა ვარ მაგრამ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეთო იტყვი და ნაცების პროვოკაციას ხარ აყოლილიო
შიმშილობს და ეგ შიმშილობა კი არა ნაცების პროვოკაციააო.
მოკლედ, ხელისუფლება ხართ თუ ნაცების პროვოკაცია ვეღარ გაიგებ რა.”’ – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.