როცა გიჭირს საკუთარ თავს თვითონვე უნდა უპოვნო გამოსავალი(ის ყოველთვის არსებობს)…
როცა გგონია, რომ საშველი არ ჩანს – საკუთარ თავს თვითონვე უნდა მოუძებნო და აჩუქო იმედი…
როცა გტკივა საკუთარ თავს თვითონვე უნდა მოუფიქრო წამალი…
როცა სული გეწვის საკუთარი თავის გადასარჩენად თვითონვე უნდა ილოცო…
როცა ოცნებობ – საკუთარი ოცნებების ასახდენად თვითონვე უნდა იმოქმედო…
როცა წაგებული ხარ – საკუთარ თავს ახალი გეგმა თვითონვე უნდა შეუდგინო ბრძოლის მოსაგებად…
როცა წარმატებული ხარ საკუთარ თავს ხშირად უნდა შეახსენო, რომ – ეს დროებითია…
როცა გგონია, რომ აღარ შეგიძლია, დაეცი და განადგურდი – საკუთარ თავს სწორედ მაშინ უნდა შემოუძახო – მხრებში გაიშალეო…
როცა გგონია, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება – სწორედ მაშინ უნდა შეძლო გაიარო ბეწვის ხიდი…
როცა ფიქრობ, რომ შეგეშალა – საკუთარ თავს სწორედ მაშინ უნდა მისცე გამოსწორების და ახლიდან დაწყების შანსი…
დიკა სალაყაია
jolo.ge