მოსახლეობა არ იცავს რეკომენდაციებს, გვექნება ტალღები- გამყრელიძე

მისი თქმით, ისევ არ არის დაცული რეკომენდაცია დიდი თავშეყრების შესახებ და ტარდება დიდი ქელეხები, ქორწილები და მიტინგები.

“ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა – ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის ორი გზაა – ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორეა ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები”, – განაცხადა გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share