ცოლმა ქმარი ცოცხლად დამარხა, იმ იმედით რომ უკვდავი გახდებოდა

ინდოეთის შტატ ტამილნადის ქალაქ ჩენაის მაცხოვრებელი ქალი უცნაურ დანაშაულში არის ეჭვმიტანილი.

როგორც Tribune India იუწყება, ქალმა ქმარი მისივე თხოვნით ცოცხლად დამარხა, იმ მოტივით, რომ ქმარს სჯეროდა, ამ რიტუალის შემდეგ უკვდავი გახდებოდა.

59 წლის ნაგარაჯიმ ინდოეთში რამდენიმე სალოცავი მოიარა და განაცხადა, რომ არის სასულიერო პირი და კონტაქტი აქვს პირდაპირ ღმერთთან. შემდეგ თავისივე სახლის უკანა ეზოში პატარა სალოცავი ააშენა და ქადაგებები დაიწყო.

ნაგარაჯიმ გულნკერდის არეში ტკივილი იგრძნო და ცოლს, ლაკშმის უთხრა, რომ მოკვდებოდა. ამიტომ, განუმარტა, რომ ცოლს ის ცოცხლად უნდა დაემარხა, რადგან უკვდავება მიეღო. როცა ქმარმა გონება დაკარგა, ცოლმა მუშები გამოიძახა და ეზოში დიდი ორმო ამოათხრევინა. მუშებს განუცხადა, რომ ორმო წყლის რეზერვუარისთვის სჭირდებოდა. მუშების წასვლის შემდეგ, ორმოში გონებადაკარგული ქმარი დამარხა.

შინ მისულმა ქალიშვილმა აღმოაჩინა, რომ მამა შინ არ იმყოფებოდა. თავიდან დედამ შვილს არაფერი უთხრა, მიუხედავად მრავალი კითხვისა. ორი დღის შემდეგ ცოლმა გაამხილა, რაც ჩაიდინა.

სამართალდამცავებმა ცხედარი სამარხიდან ამოიღეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შედეგი აჩვენებს, იყო თუ არა კაცი ცოცხალი დამარხვის მომენტში.

newposts

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share