“ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რასაკვირველია, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი საქმიანობს ოპოზიციის გარეშე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“ყველას და განსაკუთრებით, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერ ამომრჩეველს მინდა მოვაგონო, არსებობს უპირველესი ინტერესი – ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ინტერესი, რომ ჰქონდეს ბიუჯეტი და სტრუქტურები, რომელიც იმუშავებს 2021 წელს საგანგებო რეჟიმში. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ საზოგადოების დიდი ნაწილი, ის არის მონაწილე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებისა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.