პოლიტიკური არმაგედონი ღარიბაშვილის კაბინეტში. “ქართული ოცნების” მთავრობა იშლება. ივანიშვილის კულუარებიდან მომავალი საოცნებო მინისტრთა კაბინეტი სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე დღესაა.
ეს იციან მოქმედმა მინისტრმა და თავად მთავრობის მეთაურმაც, რომელიც დიდი ხანია გადასაყენებელთა სიაშია, თუმცა პოსტს ინარჩუნებს ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერის ხელით, სამთავრობო წმენდას არ დაასრულებს.
ღარიბაშვილის მორიგ განცხადებას გადადგომის შესახებ, სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ მოვისმენთ. თხოვნა, ამჯერად მაინც დააგზავნოს საახალწლო ბარათები პრემიერის რანგში დაკმაყოფილებულია.
დიდი სამთავრობო ცვლილებები კი მინისტრთა კაბინეტში ოლიგარქის ოჯახის ნდობით აღჭურვილი და ღარიბაშვილთან დაპირისპირებული ეკატერინე ტიკარაძით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის კაბინეტის დასაცლელად ემზადებიან ეკონომიკისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, შიდაპარტიული ომების გადაფარვას, ბზარები “ქართულ ოცნებაში” სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამას თან ერთვის ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის დიდი ხანი მიუღებელი.
ტვ მთავარი