გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში ქარი გაძლიერდება:
15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, – ნათქვამია ინფორმაციაში.