კიდევ 53 გარდაცვლილი და 2 784 ახალი შემთხვევა – 18 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 2 070 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 054 კვლევა, აქედან 31 443 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 611​ PCR-ით. 17 დეკემბერს აიცრა 9 398 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,45%-ია, ბოლო 14 დღის – 7,11%-ია, 7 დღის – 6,67%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 906 965 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 854 630 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 024 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share