გთხოვთ, დამრთოთ ნება მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი – მარგველაშვილის ოფიციალური მიმართვა უწყებებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის ასლი დანარჩენ უწყებებსაც გაეგზავნა:

“როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი,

გიორგი მარგველაშვილი”, – წერია მიმართვაში.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად ხელს არ შეუშლიან და კომიკურ მიზეზსს არ მოიფიქრებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share