გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში

სად არის მიხეილ სააკაშვილი – გორის ჰოსპიტალში მეორდება მოვლენები, რომლებიც რუსთვის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის წინ მოხდა. დღეს ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს მისი დედა გიული ალასანია და დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება დღეს მესამე პრეზიდენტის გორიდან კვლავ რუსთვში ან გლდანში გადაყვანას გეგმავდეს.

ამ ვერსიის რეალობას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი –  სახალხო დამცველმა უკვე გაგზავნა საკუთარი წარმომადგენლები გლდანისა და რუსთვის ციხეებში. მათი მისიაა გადაყვანის შემთხვევაში დააკვირდნენ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვას.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე გუშინ იმსჯელეს და ეს 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share