გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების: საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდა და დღეისთვის ხელახალი საფრთხეა უკრაინაში -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუმეორა რუსეთს, რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს მისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი.
“რატომ ვართ აქ? რადგან გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების: საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდა და დღეისთვის ხელახალი საფრთხეა უკრაინაში.
მეორე, საქმე ეხება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც ფუნდამენტური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებამდე მიდის. პრინციპი, რომლის თანახმადაც, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, შეცვალოს მეორეს საზღვრები ძალისმიერი გზით, პრინციპი, რომლითაც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს მისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი, ასევე, თუ ვის დაუკავშირდება, – აღნიშნა ბლინკენმა.