Messenger ხარვეზებით მუშაობს. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები Facebook-ზე წერენ.
ხარვეზების შესახებ საუბარია Downdetector-ზეც, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებლის 41%-თან მესიჯები ხარვეზებით იგზავნება, სერვერთან დაკავშირების პრობლემა მათ 30%-ს აქვს, 29%-ს კი აპლიკაცია “უჭედავს”.
კომპანია Meta-ში, რომელიც Messenger-ის მფლობელია, ჯერჯერობით განმარტება არ გაკეთებულა.