რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაციას, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს და ამასთან რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან.