ხვალ საკოორდინაციო საბჭო სკოლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას და ბაღების მუშაობას განიხილავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები სკოლების სწავლებისა და ბაღების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს საბჭოს სხდომაზე დააყენებენ.

„რაც შეხება სკოლების სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას და ბაღების მუშაობას, ეპიდემიოლოგების მიერ თუ იქნება საკითხი დაყენებული, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share