ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციიდან რუსეთის ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს:
“საქართველოს პარლამენტი არის პირველი პარლამენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს. რაც შეეხება სიტყვა რუსეთის ჩაწერა- არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გული წყდებათ, რომ ეს კონფლიქტი აქ არ არის და ჰგონიათ, რომ ამ კონფლიქტში საკუთარი პოზიციის აგრესიულად გამოხატვა არის პატრიოტიზმის დამტკიცება, მე ასე არ მგონია“, – აცხადებს დავითულიანი.