დღეს, ოზურგეთში ინტენსიურად თოვს.
მთელი დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში, თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდებოდა ის საგზაო მონაკვეთები, სადაც თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა.
გაიწმინდა ქალაქის ქუჩები და სოფლების – ვაკიჯვარი, ფამფალეთი, მთისპირის გზები.
ამ წუთებში მუნიციპალური ტექნიკა ბაღდადში, ცხემლისხიდსა და გოგიეთში მუშაობს.
სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება სოფელ ბახვში.
ელექტრო ენერგია ქალაქსა და ყველა სოფელს მიეწოდება, ხოლო აღდგენითი სამუშაოები მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვანისქედის უბანში მიმდინარეობს.