248 მილიონის პრემია და 15 მილიონის დანამატი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის – აუდიტი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. დასკვნით დგინდება, რომ მთავრობამ პრემიები თითქოს გააუქმა, თუმცა მაინც გასცემს.
აუდიტის სამსახურის ანგარიშები აჩენს ეჭვს, რომ კანონში შავი ხვრელია ნაპოვნი და შესაბამისად, პრემიერბი მარტივად გაიცემა.
იმ ფონზე, როდესაც შსს-ს საქმეების დიდი ნაწილი გამოუძიებელი რჩება, ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიებში 113 მილინო დაარიგა. შს სამინისტროს არც თავდაცვის სამინისტრო ჩამორჩა, რომელიც ხალხის მილიონების უხვად არიგებს.
აღნიშნულ მონაცემებს საჯარო უწყებები, როგორც წესი, იქამდე ასაიდუმლოებენ ხოლმე, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური არ გამოაქვეყნებს.
ოპოზიცია და ასევე, იურისტებიც ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლების წახალისება მთავრობის ინტერესში შედის. როგორც წესი პრემიის შემდეგ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
შესაკრებთან გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. უფრო მეტიც, ეს თანხები არის ბიუროკარტიის მორჩილების საფასური. ამ შემთხვევაში, დომინანტი და ადმინისტრატორი არის სახელმწიფო. ამ მორჩილების საფასურია, რომ ერთს მხრივ არ ჩამოიშალოს ეს ბიუროკრატია და მეორეს მხრივ, შეასრულონ ის, რასაც დაავალებენ, – ამბობს იურისტი ბადრი ნიაური.
წყარო : ტვ პირველი