“ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა…კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გადავწყვეტ მე, ხმალაძე იქ მივა, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა”, – თქვა კალაძემ.
ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კალაძემ მისი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის საკრებულოში დაბარებაზე დასმულ შეკითხვას.
ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კახა გულედანი დაიბარეს. ისინი საკრებულოში არ მივიდნენ.