„სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ კანონი შესაბამისად ითვალისწინებს პროცედურის დაწყებას და პარლამენტის მანდატის შეწყვეტას. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გამოჩნდება შემდეგ კვირას. ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისთვის, რომ შექმნან კომისია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.