მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში დავიწყეთ 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.
ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა საკლასო სივრცეები, სპორტული და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსწავლეებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღემატება.
ინფორმაცია ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.