მორიგი ფარსი და მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა – ეკა მიშველაძე

”საკადრო ცვლილებების მიზეზი, პრემიერმა ღარიბაშვილმა კვლავ არ ახსნა. რას უკავშირდება ზოგადად, სამთავრობო ცვლილებები, ვერც ამჯერად გავიგეთ, არადა, ეკონომიკა დუღს და ზრდა გვაქვს ქვეყანაშიო – გვარწმუნებდნენ, მაშ, რას შეეწირა ნათია თურნავა, პასუხი ამ კითხვაზე არ აქვთ და არც ახსნას თვლიან საჭიროდ. ამბობენ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და უახლოეს მომავალში გადამდგარ საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვიხილავთ. ცხადია, ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მორიგი ფარსი და მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა” – განაცხადა “საჯარო პოლიტიკის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თოქ-შოუს შესავალში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share