რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრები კიდევ ერთხელ ეხვევა დოპინგ სკანდალში. რუსი მოციგურავე, ვალერია ვალიევას სისხლში აკრძალული პრეპარატის მოხმარების კვალი აღმოჩნდა, ფაქტს ჯერჯერობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ადასტურებს, თუმცა მისი წარმომადგენელი მარკ ადამსი მხოლოდ მინიშნებას აკეთებს, რომ საკითხს შესაბამისი დეპარტამენტი იძიებს.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო, რაც ოლიმპიადებზე იშვიათი მოვლენაა.
თუ ვალიევას აკრძალული პრეპარატის მოხმარება დაუდასტურდა, რუსეთს ოქროს მედალი ჩამოერთმევა და საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრები მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი პეკინში სწორედ დოპინგსკანდალის გამო, საკუთარი დროშისა და ეროვნული ჰიმნის გარეშე ასპარეზობს.
წყარო : მთავარი არხი