აშშ–ს მოქალაქეებმა უნდა დატოვონ უკრაინა, რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას- სალივანი

თეთრ სახლში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ 48 საათში ქვეყნის დატოვებისკენ. ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ნათლად ვერ ვიტყვი, თუმცა შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს დაიწყოს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ოლიმპიადის შემდეგ დაიწყებენ. ნებისმიერმა ამერიკელმა მომდევნო 24 ან 48 საათში უკრაინა ნებისმიერი შესაძლო გზით უკრაინა უნდა დატოვოს. თუ დარჩებით, თქვენ დადგებით რისკის წინაშე და არ გექნებათ არანაირი გარანტია, რომ რაიმე სხვა გზა გექნებათ უკრაინის დასატოვებლად ან იმედი, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ სამხედრო ევაკუაციას განახორციელებს” – თქვა ჯეიკ სალივანმა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმაც თქვა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. ასევე, თეთრმა სახლმა კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა.

თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share