ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა რუსეთის პატრიარქ კირილს დახმარებისთვის მოუხმეს.
მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობდა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ექიმები მას ვერ შველოდნენ და მისი საზღვარგარეთის
კლინიკაში გადაყვანაც იგეგმებოდა. განიხილებოდა მისი ისრაელის ან გერმანიის საავადმყოფოში მოთავსება.
ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა.
რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.