ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს

რუსთავში ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთ-ერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში გამოკეტეს.

30 წლამდე კაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მას შემდეგ, რაც ქალი სახლში არ მივიდა, მშობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.

“ინფო რუსთავი”-ს ცნობით, დაკავებულია სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე ძებნა გამოცხადდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share