საზოგადოების დაკვეთაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალურ ნაბიჯებს წერტილი დაესვას – ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდს არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნის არ ეშინია, სწორედ ჩვენ ვიყავით, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შევქმენით საგამოძიებო კომისია, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტთან პაექრობისთვის მზად არის.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი არის ძლიერი, გამოცდილი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული და შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ რადგან ხალხმა გვანდო ხელისუფლებაში ყოფნა, მაქსიმალურად გავამართლოთ ჩვენი მხარდამჭერებისა და საზოგადოების მოლოდინები. ამიტომაც ჩვენ პრობლემად არ განვიხილავთ ასეთი ტიპის კომისიებს, უბრალოდ აქ დგას საკითხი, თუ რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მსჯელობა აბსურდია. მათი ინტერესია არა მართლაც რაიმე ტიპის შინაარსობრივი საკითხების განხილვა, არამედ მსჯავრდებული სააკაშვილი როგორღაც ამყოფონ საზოგადოებივი ინტერესის ქვეშ. ერთის მხრივ, შეიძლება ცუდი არ იყოს – ასეთი კომისია შეიქმნას და ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთელ ნახოს ამ რადიკალური ჯგუფის ნამდვილი სახე, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ჩვენი მხარდამჭერების დაკვეთა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალურ ნაბიჯებს წერტილი დაესვას. ამიტომ ჩვენ არ შევალთ იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება შოუსა და სპექტაკლის დადგმას, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share