მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, ევროპარლამენტმა, 598 მომხრე და 55 მოწინაღმეგით, უკრაინას €1.2 მილიარდი სესხი გამოუყო.
კომისიის მიერ წარდგენილი შეთავაზების თანახმად, ფინანსური დახმარება კრიზისულ სიტუაციში უკრაინის მხარდაჭერასა და ქვეყნის მდგომარეობის გაძლიერებას ემსახურება. გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკრაინა €1.2 მილიარდის ნახევარს სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ მიიღებს.
ევროპარლამენტმა დახმარების წინაპირობად დაასახელა ეფექტური დემოკტარიული მექანიზმების განვითარება, მათ შორის მრავალპარტიული პარლამენტი, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა.