უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ დღეს დილით რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს – ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტები თავს დაესხნენ 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებით. გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში დაბომბვის შედეგად გამოწვეულ 17 ინციდენტთან გამკლავება მოუწიათ. ჩააქრეს რამდენიმე ხანძარი.
მათივე ინფორმაციით, სეპარატისტული მხარის კონტროლის ხაზზე განხორციელდა საარტილერიო თავდასხმის 74 შემთხვევა, 39 დასახლებული პუნქტი დაზარალდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ხუთ სოფელს ელექტროენერგია შეუწყდა.