„რუსეთი იმეორებს სცენარს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საქართველო დგას თქვენს გვერდით, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას,“ — ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.