კიევის ოლქში ოკუპანტმა სამხედროებმა საზღვარი გაარღვიეს

უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო ცნობები ასეთია – რუსული ავიაცია კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ გოსტომელს ბომბავს, სადაც ანტონოვის აეროდრომია განთავსებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 18 ადამიანი მოკლეს. მსხვერპლი მოჰყვა საჰაერო იერიშს, რომლის სამიზნეც სამხედრო ბაზა იყო. კიევის ოლქში რუსმა სამხედროებმა საზღვარი გაარღვიეს. სამხედრო ტექნიკამ გადაკვეთა ვილჩას გამშვები პუნქტი.

უკრაინელი სამხედროები მესაზღვრეებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ. ოკუპანტმა ქვეყანამ სარაკეტო სისტემით დაარტყა ქალაქ ბროვარს, რომელიც ასევე კიევთან ახლოს მდებარეობს. დაცხრილული და დამწვარია სამხედრო ნაწილები, დაღუპულია 6 ადამიანი, დაჭრილია 12.

“ჩვენ ვეწინააღმდეგებით ოკუპანტებს, არის მსხვერპლიც. მე მინდა მივმართო რუს დედებს, გამოდით ქუჩაში, მოსთხოვეთ პუტინს შეაჩეროს ომი. ეს რეალურად მესამე მსოფლიო ომია. ასე შეიჭრა საბჭოთა კავშირი ავღანეთში, რის შემდეგაც დაიშალა, ვფიქრობ რუსული იმპერიაც ასე განადგურდება. სიმართლეა ის რომ რუსის ჯარი კიევისკენ მოემართება,” – განაცხადა განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share