გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ამბობს, რომ უკრაინაში სიტუაცია სწრაფად უარესდება და მოუწოდებს მეზობელ ქვეყნებს, ღია დატოვონ საზღვრები უკრაინელებისთვის, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფარს ეძებენ.
“ჩვენ უკვე ნახეთ ცნობები მსხვერპლის შესახებ და ადამიანები იწყებენ სახლებიდან გაქცევას უსაფრთხოების საპოვნელად”, – ამბობს ფილიპო გრანდი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი.
უკრაინის მოსაზღვრე რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკვე ემზადება გაქცეული ლტოლვილების შესაფარებლად.
პოლონეთი საზღვარზე მიმღებ პუნქტებს აწყობს და საავადმყოფოში ამზადებს საწოლებს დაჭრილი უკრაინელებისთვის.
უნგრეთი და სლოვაკეთი აცხადებენ, რომ მზად არიან მიიღონ ლტოლვილები და აგზავნიან დამატებით ჯარებს, რათა მართონ მოსახლეობის სავარაუდო ნაკადი უკრაინის საზღვრებთან.
გერმანიამ ასევე შესთავაზა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებს