საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე ამ დროისათვის ხარკოვია. უკრაინის ერთ- ერთ უდიდეს ქალაქს რუსული არმია უტევს. ხარკოვში ისმის საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმა. ადგილობრივები იტყობინებიან რომ იძულებული არიან თავშესაფრეებში და მეტროპოლიტენში გადაინაცვლონ. ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.