მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას: “არ არის ახლა საცირკო წარმოდგენების დრო”

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას სურს უკრაინაში განვითარებული მოვლენები შიდა პარტიულ დღის წესრიგად აქციოს:

“პოზიცია, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში გვაქვს, ეს არის ურყევი, თანმიმდევრული და რა თქმა უნდა, ორიენტირებული პრაქტიკულ დახმარებაზე და არა ისეთი ვითარების შექმნაზე, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, მათ შორის ნაკლებ აქტუალურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ის ტრაგედია, რომელიც დაემართა ჩვენს მოძმე სახელმწიფოს.

რისთვის უნდა გაიხსნას კარი, რომ შევიდნენ, ვერ დათვალონ ქვორუმი და დაიხუროს სხდომა, ამისთვის?! არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში რელევანტურია. არ არის ახლა საცირკო წარმოდგენების დრო.

რეალურად ამ ხალხს უნდათ არა ის, რომ უკრაინისთვის რაიმე ქმედითი დახმარება მოიპოვონ, არა მოითხოვეს რაღაც ახალი ასპარეზის გახსნა საიმისოდ, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share