აშშ-ში, 12 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან დააბრუნეს

აშშ-ში, კალიფორნიაში, ძაღლი, სახელად „ზოი“ 2010 წელს დაიკარგა, ცოტა ხნის წინ კი, პატრონს დაუბრუნეს, – ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ირკვევა, ის, სტოკტონთან ახლოს, მეორე პატრონის ავტომობილიდან გადახტა და ძაღლის დანახვის შემდეგ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა ცხოველთა სამსახურმა ძაღლის ჩიპი დაასკანერა და იპოვა პატრონი, რომელიც მას 2010 წლამდე უვლიდა.

შინაური ცხოველი გაუჩინარების ადგილიდან თითქმის 100 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

როგორც ძაღლის პატრონი იხსენებს, „ზოი“ 6 თვის იყო, როდესაც გაუჩინარდა. „მაღაზიაში დაახლოებით 20 წუთით შევედით და უკან გამოსულებს ადგილზე აღარ დაგვხვდა. ნამდვილად არ ველოდი, რომ მას ისევ ვნახავდი. აღფრთოვანებული და შოკირებული ვარ“, – ამბობს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share