დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

დღეს, 21 თებერვალს თბილისის საქალაქოს სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილი სხდომას დაესწრება და საკუთარ მხარდამჭერებს დარბაზიდან კიდევ ერთხელ მიმართავს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე იმსჯელებენ.

“ეს გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საქმე, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იდევნება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ, ხელისუფლების მიერ რომლის კისერზეც არის 20 ივნისის ღამე.

ეს ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებელი, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას. თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს ნათქვამი არაერთხელ, რომ ეს იყო შეცდომა, და ამ შეცდომაზე აიღო მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როცა გადადგა თანამდებობიდან”, – თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ადვოკატ, შოთა თუთბერიძის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.

პროცესის პარალელურად, 14:00 საათზე, “ნაციონალური მოძრაობა” საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share