”ის, რომ არ დაარღვიო საგზაო წესები; არ მოიპარო; არ გაძარცვო და არ დააყაჩაღო; არ აიღო ქრთამი; სახელმწიფო ბიუჯეტს არ მოპარო ფული; არ მიითვისო სხვის ქონება; ნეპოტიზმის იმედით არ ელოდო პირად წარმატებას; არ სცემო და მოკლა ცოლი; არ გააუპატიურო ბავშვი; არ იძალადო სხვაზე; არ შეურაცხყო განსხვავებული შეხედეულების, რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენტაციის და შეზღუდული უნარების მქონე ადამიანი; შენს დილიხორზე არ გადმოაფსა აევნიდან, ან ძირს არ დაყარო ნაგავი; გაუფრთხილდე საკუთარ ფლორსა და ფაუნას; არ წაბლიწო და გაანადგურო ისტორიული ძეგლები და საერთოდ – დაემორჩილო კანონს, დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი…
ეს “რეჟიმი” კი არა, ადამიანური ცხოვრების ნორმაა!!!
ამიტომ გეშინიათ ევროპის. გეშინიათ ახალი ინოვაციების და რეფორმების, ამიტომ გგონიათ, რომ ვიღაც ქართველობას გართმევთ!
არადა ნეტა მართლა წაგვართვან ეს მარაზმი და უმსგვსობა, რომელსაც ქართულთან კავშირიც არ აქვს!
ჰო.. და კიდევ: ევროპელები საგზაო წესებს და ზოგადად წესებს იმიტომ კი არ იცავენ, რომ მხოლოდ ჯარიმების გადახდის ეშინიათ, იცავენ იმიტომ, რომ მათ მაღალი კულტურა და შეგნება აქვთ” – წერს სოციალურ ქსელში ქართულ-ფრანგული ასამბლეის დირექტორი , ნუგზარ სულაშვილი.