ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა და ოკუპანტი სახელმწიფო გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებისთვის სიკვდილი ჯობია:
მონობაში სიცოცხლეს ჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად მასე მირჩევნია. დღეს საქართველო არის დიდი განსაცდელის წინაშე. არამარტო უკრაინა მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა.
ჩვენ ხო მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა ან ისე ან ისე, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ 100 ათასი მოწამის ერი, ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლაში იმარჯვებდა. ჩვენში არ უნდა იყოს დღეს მაინც ერთმანეთში შუღლი, არ უნდა იყოს ის ხალხი, ვითომ რაღაცა პოლიტიკური რაღაცის გამო, რომ გამოჩნდება რომ მე-5 კოლონაა და სხვა არაფერი. დღეს აღარ არის რაღაცეების დრო და უნდა ვაჩვენოთ ვდგავართ იქ სადაც საქართველოა თუ ვდგავართ იქ სადაც ჩვენი მტერი მძლავრობს ჩვენზე”, – ამბობს მეუფე იაკობი.