რუსეთის SWIFT-დან გათიშვას უნგრეთიც დაუჭერს მხარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის,​ მატეუშ მორავიცკის თქმით, უნგრეთი swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვას მხარს უჭერს. როგორც ის Twitter-ზე წერს, ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ესაუბრა.

“დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის სისტემის დაბლოკვის შესახებ”, – წერს მატეუშ მორავიცკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share