“სანამ წულუკიანი უღრუბლო ცას გვამადლის, ამასობაში გაეროში რუსეთის უშიშროების საბჭოს დედას ეძებენ” – დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე და მის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს:

“სანამ წულუკიანი უღრუბლო ცას გვამადლის (ვის ტრაკზე კოცნის ფასად ოღონდ და ხელში რა გვიჭირავს), ამასობაში გაეროში რუსეთის უშიშროების საბჭოს დედას ეძებენ – თუ რა მიზნით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. გარდიანის თანახმად, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების დიპლომატები ძალიან სერიოზულად განიხილავენ ფაშისტური რუსეთისთვის არათუ ვეტოს უფლების, არამედ ზოგადად საბჭოს წევრობის შეჩერების საკითხს. აღმოჩნდა რომ გადამწყვეტი როლი აქაც უკრაინამ ითამაშა: გაეროში უკრაინის ელჩის და მაგარი კაცის, სერგეი კისლიცას წარდგენილი საჩივრით, გაირკვა რომ 1991 წელს რუსეთს უშიშროების საბჭოში ადგილი სრულიად თვითნებურად დაუკავებია – მხოლოდ იმის ზეპირი განცახდების ნიადაგზე, რომ „საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა“ – აღმოჩნდა რომ არავითარი დოკუმენტი, დანარჩენი რესპუბლიკების თანხმობისა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოგიკით, ისინიც მემკვიდრეები იყვნენ. მეტიც, არ არსებობს ზოგადად, რაიმე წერილობითი ქარტია, რეზოლუცია ან შეათანხმება, რომელიც რუსეთის საბჭოს მუდმივ წევრობას დაადასტურებდა. არადა, ზუსტად იმავე 1991 წელს, როდესაც ჩინეთი გახდა საბჭოს წევრი, გაეროს ასამბლეამ ეს რეზოლუციით დაადასტურა. უკრაინის ელჩის სარჩელს მეორე პუნქტიც აქვს – გაეროს პრინციპების ფუნდამენტური აქტის – ქარტიის მე-4 მუხლი გვეუბნება რომ არ შეიძლება გაეროს წევრი ქვეყანა მშვიდობის მტერი იყოს და არღვევდეს ქარტიის პრინციპებს. არადა, პირველი, რაც გაეროს გენ მდივანმა ფაშისტური რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთა, ის იყო რომ საგანგებო განცხადებაში რუსეთს ქარტიის დარღვევაში დასდო ბრალი. თავის მხრივ, (ალბათ არ გაგიკვირდებათ და შეაგინებით კიდეც) რუსეთი ქარტიის 51-ე მუხლე აპილირებს, რაც თავდაცვას გულისხმობს. რაღა მაინცდამაინც უკრაინაში შევარდა თავის დასაცავად ფაშისტური რუსეთის 200 ათასიანი არმია, ამაზე ფაშისური რუსეთი მორცხვად სდუმს, ამიტომაც აქვთ დიპლომატებს დიიიდი სურვული, რუსეთს საბჭოდან გააჯმევინონ, რომლის ერთადერთ იმედად და საყრდენად მერყევი ჩინეთი რჩება. (ახლახანს ჩინეთის ძნელად წარმოსათქმელი სახელის მქონე ცეკას მდივანმა განაცხადა – ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა დღეს უპრეცედეტოდ მაღალია, მაგრამ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვართო. რაც ადამიანურ ენაზე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იდი ნახუი რუსკი კარაბლ“ – თუ ჩინეთს ევრო-ამერიკულსა და რუსულ ბაზრებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რუსეთის ანალოგიური სანქციების თანხლებით.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share