ბრიტანულმა საერთაშორისო გამოცემამ BBC რუსეთში მაუწყებლობის შეჩერების მოთხოვნით ლიცენზია გამოითხოვა.
BBC-ის აღმასრულებელმა გუნდმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო მედია All3Media და ITV. ITV Studios-ის წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ კომპანიამ რუს კლიენტებზე გაყიდვები შეაჩერა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, რუსეთთან ბიზნესის კეთება მიზანშეწონილი არაა.