მოგიწოდებთ, განიხილოთ წინადადება ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე! – ნიკა გვარამია

“მოგიწოდებთ, მიმართეთ ნორვეგიის ნობელის კომიტეტს, განიხილოს წინადადება ვლადიმერ ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე!”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ანიჭებს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი.

მისთვის მიმართვის უფლება აქვთ ნაციონალური ასამბლეის (ჩვენს შემთხვევაში, პარლამენტის) წევრებს, ასევე უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე პროფესორებს ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ფილოსოფიის, თეოლოგიისა და რელიგიის სფეროში.

ყველას ვინც მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს, მოგიწოდებთ, მიმართეთ ნორვეგიის ნობელის კომიტეტს, განიხილოს წინადადება ვლადიმერ ზელენსკისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე!

ცხოვრებაში პირველად ვითხოვ სტატუსის გაზიარებას. თუ, რა თქმა უნდა, ეთანხმებით ჩემს მოწოდებას, – წერს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share