საქართველოში პარტიები პარლამენტის ეფექტიან მუშაობაზე უნდა შეთანხმდნენ – ანდრიუს კუბილიუსი

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი საყვარელი საქართველო კვლავ პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. დიდი ხანი არ არის, რაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თუმცა ასევე იყო ბევრი ხარვეზი. ოპოზიციამ ამ ხარვეზებს სერიოზული უწოდა და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, უარი თქვა ოპოზიციის ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ოპოზიცია, რომელსაც ექნება 150-დან 60 ადგილი ახალ პარლამენტში, ახალი პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრება“, – წერს კუბილიუსი.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, რათა თავიდან აიცილონ ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

„ამ კვირების განმავლობაში მე პირადად მქონდა საუბარი საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვა, მოლაპარაკებებზე უარის თქმის ნაცვლად. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში საბოლოო კონსენსუსის მიღწევა მაინც შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახალი არჩევნები გამართვაზე შეთანხმება არ შედგა“, – აღნიშნავს კუბილიუსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია.

„ჩემი აზრით, არ შეიძლება, დავივიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა შეთანხმდნენ ქართული პარტიები პარლამენტის ეფექტიან მუშაობაზე: ეს არის განსაკუთრებული პერიოდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ნატო-ს შტაბ-ბინა განიხილავს უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. თავის მხრივ, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არიან, 2024 წელს ევროკომისიაში ოფიციალური განაცხადი შეიტანონ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც მხარეებს შორის კონსენსუსი სჭირდება. ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი ძლიერდება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთვის ისტორიული შესაძლებლობის პერიოდი. ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისთვის საქართველოში საჭიროა ქმედითი პარლამენტი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 43
    "მეორე მხარესაც აქვთ ასეთი რუკები"- ინტერვიუ ივერი მელაშვილთანაზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და მხარეები ამ ეტაპზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი უარყოფს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. მისი შეფასებით, ბრალი შეთხზულია, ხოლო კარტოგრაფების…
    Tags: და, რომ, არ, ეს, ამ, იყო, არის, ახალი
  • 42
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 40
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 34
    "აქ 4-5 საწარმო უნდა ამუშავდეს" - რას აპროტესტებენ ადგილობრივები და რის გაკეთებას გეგმავს "არერსა მეტალი" ოზურგეთში?ვერანაირი ეკონომიური სარგებელი ვერ გადაფარავს ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას. არავინაა მრეწველობის განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ასიოდე მეტრში წყალსადენია, რომელმაც ანასეულის მოსახლეობა სასმელი წყლით უნდა მოამარაგოს და მდინარე, რომელიც ზღვაში ჩაედინება, სადაც ბავშვები ბანაობენ. რატომ გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?-ასეთია იმ ადგილობრივების…
    Tags: და, ეს, არ, არის, რომ, უნდა, რაც, ამ, ახალი