„ბოლო 5 წელია, ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ… თუმცა, ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება სწორედ დღეს მივიღე. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები”
წერს ტელეწამყვანი მაია ასათიანი Instagram-ზე.