პუტინის ყოფილი თანაკურსელი და КГБ-ის ყოფილი მზვერავი იური შვარცი აცხადებს, რომ პუტინი ჰიტლერზე უარესად მოიქცა. მისი თქმით, რუსეთი სანქციებმა უკვე საგრძნობლად გააღარიბა, მაგრამ დასავლეთს კიდევ ერთი ძლიერი სანქცია აქვს მარაგში.
“მე ვთვლიდი, რომ ყველაზე სასტიკი სანქცია, ასე ვთქვათ ბოლო ტყვია იქნებოდა, უკიდურესი შემთხვევისთვის – სანქცია რუსეთის ცენტრობანკის წინააღმდეგ. მაგრამ ის თავხედობა, სისულელე, რომელიც პუტინმა გამოიჩინა,,, ის ჰიტლერზე უარესად მოიქცა. ჰიტლერმა გლაივეცი მაინც შექმნა, გამოჩორკნა, ხოლო ამან კიდევ არც კი ეცადა რაიმე გამოეძერწა, მან უბრალოდ რაღაც სისულელე წაიბურტყუნა,… ნუ, რაზეც უნდა გაგეცინოს, ეს უდიდესი უბედურება რომ არა.
ყველაფერმა ამან იმდენად შეძრა მთელი მსოფლიო, რომ მატ გადაწყვიტეს სრული პროგრამით ემოქმედათ, და ეს დასასრული არ არის, მარაგშია ემბარგო ენერგომატარებლებზე – ნავთობსა და გაზზე,” – განაცხადა პუტინის კურსელმა.
ცნობისთვის,