“მართლა გინდა, აირჩიო სააკაშვილის გზა და დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? არ არის საუკეთესო ვარიანტი” – ასე მიმართავს პუტინის მარიონეტი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს.
მიმართვა კადიროვის ტელეგრამ არხზე ვრცელდება და კადიროვი ზელენსკის მოუწოდებს, რომ ძალაუფლება ვიქტორ იუკანოვიჩს გადააბაროს.
ამასთან, კადიროვი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა.
“და მაინც, არ არის გვიანი, რომ სახე შეინარჩუნო და ღირსეულად განვლო დარჩენილი ცხოვრება. ნუ შეურაცხყოფ ხალხს. დაბრუნდი, ვოლოდიმირ! მართლა გინდა, აირჩიო სააკაშვილის გზა და დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? არ არის საუკეთესო ვარიანტი”,- წერს ის.
კადიროვის წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს ისე არ მიმართავს, რადგან მისი აზრით, “კანონის თანახმად, უკრაინისთვის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება”.