უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა.
“უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს”, – თქვა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ.
ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.
რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, თინა კანდელაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა პოლიტიკოსებს ურჩია, დაეტოვებინათ უკრაინა, რის შემდეგაც ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის პოსტიდან 2014 წელს გააძევეს, ქვეყანაში დაბრუნდება.