“იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ გზას…გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა რეფორმები”-ვიოლა ფონ კრამონი

საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად საპირისპიროს აკეთებს, ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განუცხადა.

მისი თქმით, წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აუცილებელია ომიდან გამომდინარე, უკრაინისთვის სოლიდარობის საჩვენებლად.

„ჯამურად, რა თქმა უნდა, ვიტყოდი, რომ დიახ, ყველა მიესალმება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ გზას. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა რეფორმები, რომლებიც აუცილებელი კრიტერიუმია საუბრებისთვის, წევრობის პროცედურისა და იმპლემენტაციისთვის. ამ მომენტში შემიძლია, ვთქვა, რომ დიახ, გადაწყვეტილება აუცილებელია ომიდან გამომდინარე, უკრაინისთვის სოლიდარობის საჩვენებლად. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მთავარი სიგნალი და ამ რაკურსით, მესმის საქართველოსა და მოლდოვის პოზიცია, რომ ჩვენც ასოცირებული ქვეყნები ვართ, რატომ არ შეიძლება, გავიაროთ იგივე გზა. მაგრამ თუ შევხედავთ შიდა პოლიტიკას, განსაკუთრებით ახლა, საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს და ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share