“რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელისშეწყობა,
24.02.2022 უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის უარყოფა;
საზოგადოებრივად საჭირო ინფორმაციით მანიპულირება
ასეა კვალიფიცირებული უკრაინულ საიტ “მიროტვორეცზე” თორნიკე რიჟვაძის მონაცემები.
ეს საიტი 2014 წელს შეიქმნა და მასში შეჰყავთ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებებით არიან გამორჩეული, იქნება ეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა თუ ანექსირებული ტერიტორიების აღიარება, ან ამ ტერიტორიებზე ოფიციალური კიევის ნებართვის გარეშე შესვლა, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ბოევიკებისადმი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფა, ოკუპანტების ხელშეწყობა და სხვა.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვაზე: “დაიწყო თუ არა რუსეთმა ომი უკრაინაში?” უპასუხა: “ეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ”.