ომის მეცამეტე დღე – როგორ უმკლავდება უკრაინული ჯარი და როგორ იღუპება რუსული ცივილიზაცია

უკვე მეორე კვირა იწურება იმ მომენტიდან, რაც პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა; რაც რუსული ჯარი თავს ესხმის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ მშვიდობიან უკრაინელებს; რაც კიევის, სუმის, ხერსონის და ხარკოვის მოსახლეობა იძულებულია დატოვოს საკუთარი სახლი, ხოლო ათასობით უკრაინელმა – საკუთარი სამშობლო.

გარდა ამისა, პუტინმა და მისმა ხელქვეითებმა იზოლაციაში მოაქციეს რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან და მის ეკონომიკას ანადგურებენ. რუსების მცდელობა – მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი ომის წინააღმდეგ – ჯერჯერობით მხოლოდ რეპრესიებითა და მედიის დახურვით მთავრდება.

რკინის ფარდა ეშვება. რუსეთი უკვე პირველ ადგილზეა მის წინააღმდეგ სანქციების რაოდენობით.

ოკუპანტი შეტევით ოპერაციას აგრძელებს, მაგრამ მისი ჯარის გადაადგილების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

უკრაინული ჯარი აწარმოებს თავდაცვით ოპერაციებს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და იცავს ზღვის სანაპიროს.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის და კიევის რაიონებში ფიქსირდება ძარცვისა და ძალადობის ფაქტები ადგილობრივების მიმართ. ისინი იტაცებენ სამოქალაქო პირების ქონებას, ხმარობენ სასოფლო-სამეურნეო ანგრებს საკუთარი ტექნიკის გასაჩერებლად.

ომის პირველი დღიდან მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დადგა. 24 თებერვლიდან დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განუწყვეტლივ ტარდება უკრაინის მხარდამჭერი აქცია ომის წინააღმდეგ. მიმდინარეობს ინფორმაციული ომი, სადაც, ასევე, მთელი მსოფლიოა ჩართული. რუსეთის მოქალაქეები, „რკინის ფარდის“ შიშით, ქვეყანას ტოვებენ.

ამასობაში კრემლი მალავს საკუთარ დანაკარგებს და სულ ახალ-ახალ მიზეზებს იგონებს საკუთარი აგრესიის გასამართლებლად. ადგილობრივი პროპაგანდისტები კი, უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების კვალს „პოულობენ“.

ომის მიმდინარეობისას უკრაინაში 4 311 ბავშვი დაიბადა. ოდესმე ისინი მოჰყვებიან იმის შესახებ, როგორი იყო მათი ცხოვრების პირველი დღეები. მოჰყვებიან იმის შესახებ, როგორი არ უნდა იყოს სიცოცხლის პირველი წუთები. ჯერჯერობით კი, მათი უფროსი დები და ძმები სარდაფებში ყოფნისას უკრაინას ხატავენ.

kvira.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share