ხულოში პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს – მესაკუთრემ, მას შემდეგ, რაც პარტიის იდეოლოგისს შესახებ გაიგო, მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი თქვა. ინფორმაცია ტაბულას სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძე დაუდასტურა.
“პარტიის ოფისი ხულოში, ცენტრალურ ადგილას იხსნებოდა. როცა ვნახეთ, დავიწყეთ კამპანია, რომ ამათი ადგილი ხულოში არ არის, განსაკუთრებული ისლამოფობიით გამოირჩევიან, შუღლის ჩაგდებას ცდილობენ. გვქონდა მოსაზრება, რომ პროვოკაციულად გახსნეს, რათა იქ დაპირისპირება ყოფილიყო. დავიწყეთ კამპანია და გავარკვიეთ, ვინ იყო ფართის მეპატრონე. როგორც კი პლაკატების გაკვრა დაიწყეს, მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი მოქმედებები. დავუკავშირდი მეპატრონეს, ავუხსენი, ვინ იყვნენ – არ იყო ინფორმირებული, რა იდეოლოგიის პარტიაა, რას აკეთებენ. როგორც კი ავუხსენი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს კონტრაქტი და გაუშვას. წუხელ ოფიციალურად შეატყობინა, დღეს ფართს დაატოვებინებს.
ამ ფართიდან გაუშვეს, მაგრამ მეტასტაზებივით არიან – თუ იქნება შემთხვევა, რომ სხვაგან გახსნიან, ამას პროტესტი მოჰყვება. ხალხი არ გაჩერდება, ყველამ იცის, ვინ არიან და რას წარმოადგენენ”. – ამბობს ჯავახიძე.
გახსნის შემდეგ, ალტ-ინფოს ოფისს წითელი საღებავი შეასხეს გორში, ახალციხეში კი ბანერზე წარწერები გააკეთეს. ალტ-ინფომ პოლიტიკური პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა.